X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზის 7-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

7 ივლისი 2026

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის 7-კილომეტრიან მონაკვეთზე (კმ1–კმ7) სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული გზა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო მარშრუტს წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში გზას სრულად ჩაუტარდება რეაბილიტაცია – დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, წყალგამტარი მილები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ტროტუარები, საგზაო ნიშნები და შესრულდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

ობიექტზე სამუშაოების შესრულების ტემპი და ხარისხი არ აკმაყოფილებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. შესაბამისად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კონტრაქტორის პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელებს და განიხილავს კომპანიის შეცვლის შესაძლებლობასაც.

წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზის საერთო სიგრძე 14 კილომეტრია. მისი პირველი 7-კილომეტრიანი მონაკვეთი 2019 წელს რეაბილიტირდა.